როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება, რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციაში, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას განცხადებასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოს“ პოზიციას შეეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ერთია, თუმცა არის პიროვნული დაპირისპირებები და სუბიექტური ინტერესები.
„რეალურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება. ეს, რეალურად, არის ძალიან კარგი. მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში ორი პარტიაა, რომელთაც სურთ მონაწილეობა და ორი პარტია – რომელთაც არ სურთ. ეს გახლეჩვა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა ერთია, მაგრამ იქ არის პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის~,- აღნიშნა პრემიერმა.