ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ

ნინო წილოსანი

ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

„თუმცა ვხედავთ, რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა მან.

წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციაში განხეთქილება კიდევ უფრო მძაფრდება.

ოპოზიციაში დაპირისპირება ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში „უბორნია“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიაში ის დაბლოკილია. ჩერგოლეიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფას გიორგი ვაშაძე პირად შეურაცხყოფად იღებს.