„უფალო, გვაპოვნინე...“ - ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც მტკვარში ამ დრომდე ეძებენ
1780557055
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენთან შეხვედრას აფასებს, რომელიც კანადაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„მან ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს. მისი, ისევე როგორც მთლიანად კანადის მთავრობის ინტერესი, რომ საქართველოსთან გააძლიეროს ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც, ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი", - განაცხადა წილოსანმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით კი, გამოიკვეთა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესება.
„ვისაუბრეთ როგორც გეოპოლიტიკასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე შევეხეთ ეკონომიკურ დიპლომატიას და იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებითაც კანადელი ინვესტორები დაინტერესდებიან”, - განაცხადა ლაშხმა.