17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
„გრანტების შესახებ“ კანონში დაზუსტებები შევიდა, რომელიც გახმაურებულ თემებს შეეხო, მათ შორის იმას, რასაც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე სპეკულირებდნენ და ეს სრულიად გამოირიცხა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, საქართველოში უცხოური ფულის შემომტანები ხვრელს ხედავდნენ, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც უცხოეთში რეგისტრირდებიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ესტონეთშია დარეგისტრირებული, რომელიც მიღებული თანხის დიდ ნაწილს საქართველოში აქტივობებზე ხარჯავს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციები ამ კანონის დაფარვის ქვეშ იქნებიან. ასევე ის ორგანიზაციებიც, რომლებიც უცხოური ორგანიზაციების ფილიალები არიან და მათი თანხების დიდი ნაწილი გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ხელისუფლების არცნობის საკითხი ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც 25 პროცენტის მხარდაჭერის მქონე პარტიები მართავენ ქვეყანას, წარმოიდგინეთ, იმ ქვეყანაში საკანონმდებლო რეგულაცია და პოლიტიკური კულტურა რომ არ იყოს და სხვა პარტიებს შეეძლოთ, ხელისუფლების არაღიარებაზე ისაუბრონ და ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური ტურბულენცია იყოს. როცა საქართველოში ამ პროცესებს არეულობის მოსაწყობად იყენებენ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა იმისთვის არსებობს, რომ ასეთი ანტიკონსტიტუციური მოქმედებები დაარეგულუროს და შეზღუდოს კიდეც“, – განაცხადა წილოსანმა.