რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დელეგაციებს შევხვდებით, რომლებთან ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე, საბერძნეთი და ლუქსემბურგი საქართველოს მიმართ მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ.
„ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გვახსოვს, როცა არჩევნების თაობაზე თქვა, რომ გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა. ლუქსემბურგის დელეგაციას ინფორმაციას მივაწვდით, რა ხდება, პროცესში. ვისაუბრებთ იმაზე, რომ გვინდა, ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს და ხელოვნური ბარიერებია შექმნილი. საბერძნეთიც საქართველოსთვის ახლობელი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ბერძნების მხარდაჭერის იმედიც გვაქვს“, – ნიკოლოზ სამხარაძემ.