საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
საქართველოს პარლამენტის ევრო ინტეგრაციის კომიტეტის პირველი მოადგილე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.
მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას.