ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
დღეს ევროპარლამენტში გამოვლენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, ბალტიელები, განხილვა იქნება ცარიელ დარბაზში და ილაპარაკებენ, კატასტროფული ვითარებაა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტში დღეს ბევრ სისულელეს იტყვიან.
„დღეს ევროპარლამენტში გამოვლენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, ბალტიელები. ცარიელ დარბაზში განხილვა იქნება, განხილვისას კი ილაპარაკებენ იმაზე, რა კატასტროფული ვითარებაა საქართველოში, რომ ფაქტობრივად, საქართველო საბჭოთა კავშირზე უარესი ქვეყანაა, არის პროპუტინისტური ხელისუფლება, საქართველო რუსეთის ინტერესებს ატარებს, რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარება. ამდენ სისულელეს იტყვიან და ბოლოს კიდევ ერთ სისულელეს დაამატებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს ხალხის წინააღმდეგ. როცა დებატები ჩაინიშნება, იტყვიან, რომ საქართველომ ისროლა ატომური ბომბი. მსგავს აბსურდსაც იტყვიან, რადგან სისულელეების სპირალში არიან შესული“, – განაცხადა სამხარაძემ.