ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1765985506
„ყველა განვითარებულ ქვეყანას ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - მათში განვითარებულია კაპიტალის ბაზრები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში „აწარმოე საქართველოში “ სააგენტოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს“-ის ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით გაიმართა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერს“-ის მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს“-მა 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ეს ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.
პანელურ დისკუსიაში, რომლის ერთ-ერთი მონაწილე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი იყო, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრეს“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი და „საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასოციაციის“ გამგეობის წევრი პაპუნა ლეჟავა.
„ფორსაითის“ მხარდაჭერით „რიკოს“ მიერ 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სააგენტოს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, 12-მდე კომპანიის 20-მდე ემისიაა მხარდაჭერილი, რაც ჯამურად თითქმის 1 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ კერძო სექტორი ხედავს ამ შესაძლებლობის საჭიროებასა და მნიშვნელობას“-აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ღონისძიების დასასრულს სააგენტოს დირექტორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.