1745863963
„ნაცმოძრაობის“ წევრი დავით ნებიერიძე: პიროტექნიკის სროლა დანაშაული არ არის, საერთოდ არ გადის სისხლის სამართლის კატეგორიაში. მე ვერ ვნახე დამწვარი ადამიანი და თუ ვინმემ ნახეთ, შემატყობინეთ

თქვენ მართლა გგონიათ, რომ 50-ზე მეტი ბრწყინვალე ახალგაზრდა, რომელიც ციხეში კი არ არის, მძევლად ჰყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ ჰყავს, რომ პიროტექნიკა იხმარეს? არა! მე გამოძიებას ვერ ჩავატარებ ვინ იყვნენ. ეს პიროტექნიკის სროლა დანაშაული არ არის, საერთოდ არ გადის სისხლის სამართლის კატეგორიაში. მე ვერ ვნახე დამწვარი ადამიანი და თუ ვინმემ ნახეთ, შემატყობინეთ და შემდეგ ჯერზე მაგ დისკუსიაში მივიღებ მონაწილეობას, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა დავით ნებიერიძემ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
მისივე თქმით, ბავშვები არ ძალადობდნენ და პიროტექნიკას ისროდნენ მაშინ, როდესაც ხდებოდა დარბევა.
„მე პიროტექნიკით დაზიანებული ადამიანი არ მინახია იმ აქციების დროს. მეორე, ბავშვები ამ პიროტექნიკას ისროდნენ მაშინ, როდესაც ხდებოდა ბავშვების უსასტიკესი დარბევა და მაშინ ვითარება იყო აბსოლუტურად უკონტროლო, იმიტომ, რომ ხოცვა-ჟლეტაზეიყვნენ უბრალოდ გადმოსული, როგორ უნდა მოუწოდო იქ. ბავშვები არ ძალადობდნენ“, - აღნიშნა დავით ნებიერიძემ.