“ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა…” - რა დეტალებია ცნობილი 8 წლის ბავშვზე, რომელიც აივნიდან გადმოვარდა
1747632055
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა.
„ბუნებრივია, რომ მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად, განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა იქნება თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს, ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.