მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს, დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას პირობა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ის შიმშილობას შეწყვეტს, მიუღებელია "ლელოსთვის" და გახარიას გუნდისთვის. ელენე ხოშტარიამ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

"პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტია ამ ეტაპზე, რადგან სანამ "ოცნება" შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.

მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.

შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.

ჩემ ძვირფას მეგობრებს "ლელოდან" კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან, არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს. ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა", - წერს ელენე ხოშტარია.