„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხი, უკანონო ბორდერიზაციის, გადასასვლელ პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის მოხსნის და თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევის საკითხები.
"მთავარი აქცენტი გაკეთდება, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი. ასევე ვისაუბრებთ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის ფაქტის შესახებ. საუბარი შეეხება ასევე კიდევ ერთ საჭირბოროტო საკითხს, ვგულისხმობ, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ყოველგვარი შეზღუდვა უნდა მოიხსნას და გადაადგილება შეუფერხებელი უნდა იყოს,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე რჩება.