1749590839
,,მოვუწოდებთ ყველას მსჯელობისკენ, აზროვნებისკენ, ანალიზისკენ, საერთო ძალისხმევისკენ და მივიჩნევთ, რომ ყველა ასეთ ფუნდამენტურ კრიტიკულ მომენტში გვმართებს განსაკუთრებული სიფხიზლით მსჯელობა" - გეგელია არჩევნებში მონაწილეობაზე

ცოტა დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე - პოლიტიკური მარათონი კი ისევ გრძელდება. დისკუსიის საგანია ოპოზიციურ სპექტრში არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.
პარტია "ლელოს" პოზიცია კვლავ უცვლელია - ლიდერები სხვა ოპოზიციურ პარტიებს მსჯელობისაკენ მოუწოდებენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" განსხვავებულ აზრზეა. მკაფიო განაცხადი გაკეთებული აქვს გიორგი გახარიას გუნდსაც - ისინი არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსჯელობისკენ, აზროვნებისკენ, ანალიზისკენ, საერთო ძალისხმევისკენ და მივიჩნევთ, რომ ყველა ასეთ ფუნდამენტურ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფხიზლით მსჯელობა. ჩვენ ხელი გავუწოდეთ ყველა კოლეგას, უკვე დაწყებულია კონსულტაციის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელშიც ვართ ჩვენ შესული. ეს დასაწყისია. პრაქტიკულად, ყოველდღე გვექნება ძალიან ინტენსიური შეხვედრები როგორც პოლიტიკურ ჯგუფებთან და ლიდერებთან, ასევე, პირველ რიგში, საზოგადოების წევრებთან", - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.