პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
1747487599
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.
ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის......“, - წერს თეა წულუკიანი.
თავის მხრივ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს:
მას შემდეგ რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები.