19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725
მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმა რეალურად გააჟღერა ზუსტად ის სიმართლე, რაც უკავშორდება როგორც საქართველოს გარშემო, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუნხენის კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასში საქართველოს მაღალ დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე მონაწილეობა.
„ვნახეთ, რომ მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლები ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებით. ოპოზიციის რეაქციას რაც შეეხება, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ზუსტად მოხვდა მათ ზრახვებს პრემიერის გზავნილები. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მათ გამოხატეს წყენა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, რეალურად პრემიერმა გააჟღერა ზუსტად ის სიმართლე, რაც უკავშორდება როგორც საქართველოს გარშემო, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230