„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ამერიკის ელჩმა მიმდინარე წელი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით შეჯამა. კელი დეგნანმა ყურადღება გაამხვილა ქვეყნის ევროპულ მომავალზე და აღნიშნა, რომ სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა, ისტორიულ გადაწყვეტილებას მიუახლოვდა.
დიპლომატის შეფასებით, ევროპა საქართველოსგან, ერთიან პოზიციას ელოდება.
„პირველ რიგში მშვიდობა ყველასთვის, განსაკუთრებით უკრაინისთვის, მთლიანად რეგიონისთვის და საქართველოსთვის. მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო წარმატება, მშვიდობა, ერთობა, მეგობრობა და ჯანმრთელობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, თქვენ ახლოს ხართ მასთან. თუკი ქართველები გადადებენ გვერდით თავიანთ განსხვავებულ პოზიციას, გაერთიანდებიან და ერთად გააკეთებენ ამ ყველაფერს, ზუსტად ამის ნახვა უნდა ვეროპას იმისთვის, რომ მხარი დაეჭიროს საქართველოს მკაფიო არჩევანს ევროპისკენ“, - განაცხადა დეგნანმა.