თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, 1 თვეა ცდილობს სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.
„მე როდესაც ვნახე სააკაშვილი და გამოვედი იქიდან, მაშინვე ვთქვი, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია. სხვათა შორის, 1 თვეა ვცდილობ, შევიდე, ვნახო და არ მაძლევენ ნებართვას. მინდა, რომ ვნახო, რადგან ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მეკითხება მის თაობაზე და მინდა პირველწყაროსგან ვიცოდე. ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და ბოლომდე პუტინისთვის იმის ჩვენება, რომ რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.