1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისი მერ კახა კალაძესთან ერთად, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვას დაესწრო.
პრეზიდენტმა საზოგადოებას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.
საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.
ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.