რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - რას წერს ბიჭის ნათლია
1745907499
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დღეს მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. სომეხ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს.
მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.