“ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა…” - რა დეტალებია ცნობილი 8 წლის ბავშვზე, რომელიც აივნიდან გადმოვარდა
1747632055
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება. აუდიენცია ვატიკანში პირისპირ ფორმატში შედგება. მხარეები საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან ისტორიულ კავშირებს და მზად არის განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები.
რომის პაპთან შეხვედრაში დღეს მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მიიღებს.
გუშინ კი საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით პაპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.