მოსალოდნელია ქარიშხალი, იყავით ფრთხილად... - მეტეოროლოგი
1747491427
"ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას აზრი არ აქვს, გამოსავალი არის მტრობის დამთავრება, მტრობა დამთავრდება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას" არ ექნება მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით", - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც" უნდა მივიდეს იმ გამოსავლამდე, რომელსაც კარგა ხანია ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. სააკაშვილი გაათავისუფლება ყველაფრის გარეშე ძალიან გაუგებარი და აუხსნელია "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის ისევე, როგორც ჩვენთვის იქნება აუხსნელი, რატომ აკეთებს ამას თუ მტრობას არ ამთავრებს,"- აცხადებს ხვიჩია.