1753474429
პიტერ სიიარტო: უკრაინის წევრობა ევროკავშირს დაასუსტებს და ომს მოუტანს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინის წევრობა ევროკავშირს დაასუსტებს და მას ომში გახვევს.
„როცა შენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფიქრობ, მთავარი საკითხი არის ის, რომ შენ გინდა გყავდეს ახალი წევრები, რომლებიც შენ გაგაძლიერებენ. უკრაინა ცალსახად ევროკავშირს ძლიერს არ გახდის. პირიქით, ქვეყანა, რომელიც ომობს, ევროკავშირში ომს შემოიტანს, რაც არ გვინდა. ამჟამინდელი უკრაინა ევროკავშირს ძალიან დაასუსტებს“, - თქვა სიიარტომ.