მარიამ ლაშხი: ორმაგი სტანდარტიც არაა, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ

მარიამ ლაშხი

 არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

დეპუტატმა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში საქმიანობის ერთი წლით აკრძალვასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„სამწუხაროდ, ევრობიუროკრატები თავად ანგრევენ იმ ძირითად პრინციპს, რაც ევროგაერთიანებაა“, - აღნიშნა მან.

ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლითა „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა.