ჯარიმა 500 ლარამდეა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას
1781806856
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის - "გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით" ფარგლებში სტუმრობენ .
აღნიშნულ პროგრამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლიდან ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდის და გლობალური განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამა მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ქვეყნების საჯარო მოხელეებს მათთვის ქვეყნის გაცნობის, საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესის და გამოცდილების გაზიარების, ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის წარმოჩენის და პროფესიული კავშირების გაღრმავების მიზნით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ასევე ეწვივნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.
პროფესიული განვითარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების და უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობითა და მხარდაჭერით.
18 ივნისს გამართულ პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და გადასცა სერტიფიკატები.