„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
ორი წელია შეჩერებულია პოლიტიკური დიალოგი. ევროკავშირს არ აქვს კომუნიკაცია არცერთ დონეზე, არც პოლიტიკურ და არც ექსპერტების დონეზე და შემდეგ ჩვენ ვხედავთ ანგარიშს, რომელიც ძირფესვიანად უნდა აფასებდეს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგრესს თუ სისტემას, რაც წარმოუდგენელია, რომ იყოს ობიექტური, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშის განხილვისას.
მისივე თქმით, არაერთი უზუსტობაა აღნიშნულ ანგარიშში. ბოჭორიშვილმა განმარტა, თუ როგორ მზადდება თავად ანგარიში საქართველოსთან მიმართებით.
„ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ და პოზიცია გამოვხატეთ, რომ, რა თქმა უნდა, არაერთი უზუსტობაა ამ ანგარიშში და თავად ანგარიშის მომზადება საქართველოსთან მიმართებით როგორ ხდება - ორი წელია შეჩერებულია პოლიტიკური დიალოგი. ევროკავშირს არ აქვს კომუნიკაცია არცერთ დონეზე, არც პოლიტიკურ და არც ექსპერტების დონეზე და შემდეგ ჩვენ ვხედავთ ანგარიშს, რომელიც ძირფესვიანად უნდა აფასებდეს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგრესს თუ სისტემას, რაც წარმოუდგენელია, რომ იყოს ობიექტური, წარმოუდგენელია, რომ იყოს ღირებულების მქონე, თუკი ის არ იქნება სათანადოდ მომზადებული და სათანადო ანალიზის საფუძველზე. დასკვნებიცა და ის დებულებებიც, რომელიც ვნახეთ, ჩვენს საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს, თუ რა არის ამ ანგარიშის მიზანი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.