დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის.
„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი მტკიცე საფუძველი შექმნა. ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა. აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში.
პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წელს, ივნისში განახორციელა ყირგიზეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ასევე ტაჯიკეთში. ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია, თუკი შევხედავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოურთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.