რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ბავშვის ტვინის განვითარებას - პედიატრი-ნუტრიციოლოგი მშობლებს მიმართავს
1771259132
იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მაკა ბოჭორიშვილმა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის კოლეგას მადლობა გადაუხადა.
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი. ჩვენმა ისტორიამ ჩვენ ეს გვაჩვენა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა. ეს არის ის, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ძალიან ვაფასებთ ყველას თანადგომას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა. ეს არის ასევე ის, რაც გვაერთიანებს სლოვაკეთთან, მშვიდობისკენ სწრაფვა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თქვენ ისაუბრეთ ამაზე. მადლიერი ვართ იმისთვის, რომ სლოვაკეთი მუდმივად მხარში უდგას საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.