მაკა ბოჭორიშვილი: ღრმად ვარ დამწუხრებული ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ

მაკა ბოჭორიშვილი

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

„ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია ავსტრალიიდან. ღრმად ვარ დამწუხრებული ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

სიდნეიში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა. არიან დაშავებულებიც. შემზარავი თავდასხმა გუშინ ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს, ხანუკას აღნიშნავდნენ.