მაკა ბოჭორიშვილი დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ნკ

 დღეს, მაკა ბოჭორიშვილი კიშინევში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. შეხვედრის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.