მაიკლ ო’ფლაერტი ოძისსა და წეროვანში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

მაიკლ ო’ფლაერტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია. მაიკლ ო'ფლაერტიმ ასევე დაათვალიერა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება.

კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.