მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: იყო მცდელობა მათ შორის, სამწუხაროდ, უკრაინისა და ლიეტუვის მხრიდან, დეზინფორმაციის ახალი ტალღა წამოეწყოთ საქართველოს მიმართ, ჩვენმა დელეგაციამ შეძლო, რომ პასუხი გაეცა ყველა ცრუ ბრალდებაზე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პორტოში მიმდინარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიმდინარე პროცესი შეაფასა. მისი განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ყველა ცრუ ბრალდებას პასუხი გასცა.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, მათ შორის, სამწუხაროდ, უკრაინისა და ლიეტუვის მხრიდან, რომ დეზინფორმაციის ახალი ტალღა წამოეწყოთ საქართველოს მიმართ, ჩვენმა დელეგაციამ შეძლო, რომ ფაქტებზე დაყრდნობით პასუხი გაეცა ყველა ცრუ ბრალდებაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია პორტოში მიმდინრეობს. დღეს სასესიო შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები.