„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის მოსახლეობის განწყობები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში.
მახაშვილის თქმით, ოპოზიცია სრულად დისკრედიტირებულია.
„ოპოზიციის მხრიდან არაერთი გაუაზრებელი ინიციატივა და იდეაც მოვიფიქრეთ. ოპოზიციის მდგომარეობა ჰგავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ შველა ითხოვოს, სრულიად ახალ-ახალ, გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რაც მას აზიანებს და ჭაობის სიღრმეში უფრო მიექანება. ჩვენს გამარჯვებაში იმიტომ ვართ დარწმუნებული, რომ არცერთი წამით არ შეგვიჩერებია მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათი განწყობებიც ვიცით. ხელისუფლების ძლიერი პოზიციები და ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.