1729546708
ლევან მაჭავარიანი: ყველა მინდა გავაფრთხილო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს.
„ჩვენ ეს ვიხილეთ ნოემბრის აქციებზე ამ დატრენინგებული ათასობით ადამიანისგან, რომელთა ნაწილი ფრანკლინის კლუბს წარმოადგენს, ნაწილი კონკრეტულად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის ფლანგია, ნაწილი მდიდარი ენჯეოების აქტივისტები არიან და იმავეს ვუყურებთ ახლა ჩვენ ლიეტუვაში. თუმცა ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით
გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს.