„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
„ალიანსი“ უპერსპექტივოა. რიგით მერამდენე გაერთიანებას ვუყურებთ? გვარამიამ და სააკაშვილმა აღიარეს, რომ გარე მითითებით გაერთიანდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთი ეზიზღებათ“.
„ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული. ამ შემთხვევაში ისინი თავს ესხმიან სააკაშვილს, რადგან იციან, როგორი დაზიანებულია, როგორც პოლიტიკური ფიგურა. უნდა აცნობიერებდნენ, რომ თავადაც დაზიანებული არიან. არსებული რეპუტაციიდან და გარე მითითებებიდან გამომდინარე, მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.