ცნობილია, რამდენი ხნით აეკრძალა ილია თოფურიას ჩხუბი
1781788252
ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას აზიანებს საბავშვო ბაღის და სახლობანას თამაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ჩინეთი, აშშ და სხვა მძლავრი სახელმწიფოები ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას და თურმე კაია კალასი და მარტა კოსი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას, მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და თავადვე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში.
„განწყობები არის საოცრად შეცვლილი სამწუხაროდ ამ ევრო ბიუროკრატებისგან გამომდინარე.
ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი რომ ბრძანდებოდა შუა აზიაში, შუა დერეფანზე რომ საუბრობდა და საქართველო გამოტოვა, ამიტომ მიიღო პასუხი ჩვენი ნამდვილი მეგობრისგან, ილჰამ ალიევისგან, რომელმაც თქვა, რომ ან რუკაში ვერ ერკვევა ქალბატონი ურსულა ან სხვა რაღაცაშია საქმეო.
იმ დონეზე არიან დასულები, რომ რუკაზეც არ გიმჩნევენ. თითქოს ბუტიაობის რეჟიმში არიან. ეს მმართველი კლასი უნდა გამოიცვალოს, თორემ ისინი დაღუპავენ ევროკავშირს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.