ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება

ლევან მაჭავარიანი

რაც ვიხილეთ სამარცხვინოა და, სამწუხაროდ, ეს პირველი წელი არაა, როდესაც რადიკალი აქტივისტების მხრიდან ასეთი ქცევა ვიხილეთ. ეს უკვე მათი სტანდარტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად ასეთ დღეებში, როდესაც მთელი ერი უნდა ერთიანდებოდეს, ვნახეთ უდიდესი უმცირესობა, რომელიც მაინც ცდილობდა რადიკალიზმში გადაეყვანა პროცესები, - ასე გამოეხმაურა ლევან მაჭავარიანი 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 9 აპრილს საზოგადოებამ პატივი უნდა მიაგოს მათ, ვინც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

„ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ ამ ჯგუფების მხრიდან ვლინდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გარე პატრონები, რომლებიც ამ ჯგუფებს ჰყავს, რომლებიც აფინანსებენ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებას ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ისინი არიან დამნაშავეები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.