„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

ირაკლი კუპრაძე

„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.