როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
"კურიერის" ინფორმაციით, "ლელო" და გახარიას გუნდი მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს 31 ივლისს წარადგენენ. პრეზენტაციისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.
პარტიებში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "ლელოში" ადასტურებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. "კურიერმა" ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. მაშინ ამ ინფორმაციას ორივე პარტიაში კატეგორიულად უარყოფდნენ.
"არაფერს არ გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. გითხარით, რომ ვმსჯელობთ. ძალიან საინტერესო პროცესი გვაქვს მსჯელობის და ძალიან მალე შევატყობინებთ საზოგადოებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ის [ალეკო ელისაშვილი] არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი. მას აქვს ძალიან სოლიდური მხარდაჭერა თბილისში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ის არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენი კანდიდატები იქნებიან აპრიორი პარტიული ან აპრიორი - არაპარტიული. ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია და სხვა კოლეგებსაც მინდა მოვუწოდო, ფოკუსი გაასწორონ", - განაცხადა ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, ორ პარტიას შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 4 სექტემბრამდე ერთობლივი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება.
"მე ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას საერთოდ ვერ დაგიდასტურებთ, მის პიროვნებას ვერ დაგიდასტურებთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი, მიმდინარეობს კონსულტაციები ორ პარტიას შორის და 4 სექტემბერი არის დედლაინი. ამ პერიოდში თქვენ აუცილებლად გაიგებთ, ვინ იქნება შერჩეული კანდიდატი. ყველა შესაძლო, სავარაუდო კანდიდატს განვიხილავთ, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს 4 სექტემბრამდე", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძე.