მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
პოლონელი დეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. თბილისში ბრეიზას მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
საქართველოს პარლამენტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პოლონელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით წლების განმავლობაში გამოირჩეოდნენ. მისი თქმით, ქართულ მედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რეალურად, მედიის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას წარმოადგენს, მაშინ, როცა, ვოლსკის თქმით, მედიის მთავარი მიზანი საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა.
"კშიშტოფ ბრეიზა ერთადერთი არ არის, პოლონელები საერთოდ გამოირჩეოდნენ მუდმივად სააკაშვილის მხარდაჭერით, მაშინაც კი, როდესაც სადისტობებს სჩადიოდა და გესტაპოს მეთოდებით მართავდა საქართველოს, მაშინაც მის გვერდით იდგნენ, ეს ცნობილი გვარებია. კონტრშეტევა განახორციელა ახლა ქართულ მედიაზე, რომელიც ერთადერთს ესწრაფვის, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს თავის საზოგადოებას. სწორი შეფასებები მივცეთ მთავარია, ქართული საზოგადოება როგორ შეაფასებს ამას“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ქართულ მედიაზე თავდასხმებით გამორჩეული პოლონელი ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტების სერიას აქვეყნებს და წერს, რომ სააკაშვილი ყალბი ბრალდებითაა დაპატიმრებული. ბრეიზა მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში მყოფ გმირად მოიხსენიებს, მის მიმართ გამოტანილ განაჩენს კი ფაქტობრივად მიიჩნევს.