კოპენჰაგენში ვნახე კადრი, როდესაც პოლიციელმა ახალგაზრდა გოგონას თმაში მოჰკიდა ხელი და კედელს მიანარცხა. ამ ყველაფრის შემყურე, მერე ოფიციალური ტრიბუნებიდან გვესმის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკან დახევა – გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

კოპენჰაგენში ვნახე კადრი, როდესაც პოლიციელმა ახალგაზრდა გოგონას თმაში მოჰკიდა ხელი და კედელს მიანარცხა. ამ ყველაფრის შემყურე, მერე ოფიციალური ტრიბუნებიდან გვესმის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკან დახევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

წამყვანმა ჰკითხა, რა პროცესს ვადევნებთ თვალს საფრანგეთში და რა არის მომიტინგეების მოტივაცია.

„ჩემთვის ამ მოვლენების სიმბოლოდ დარჩება ის ორი მოხუცი, რომელთაც ტანსაცმელი გახადეს და საცვლების ამარა დატოვეს ქუჩაში. მაინტერესებს, რა კავშირი აქვს ყველაფერ იმას, რაც ხდება და ამ ორი მოხუცის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებას. მორალი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. ორივე მხრიდან ბარბაროსობის მოწმენი გავხდით.

კოპენჰაგენში ვნახე კადრი, როდესაც პოლიციელმა ახალგაზრდა გოგონას თმაში მოჰკიდა ხელი და კედელს მიანარცხა. ამ ყველაფრის შემყურე, მერე ოფიციალური ტრიბუნებიდან გვესმის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკან დახევა. როდესაც წვავდნენ, რას არ აკეთებდნენ თბილისში და რამდენიმე ფაქტის გარდა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ დაგმო, არაფერი მიახლოებულიც კი იმასთან, რასაც ევროპაში ვუყურებთ, არ ყოფილა. სრული დეგრადაციაა აშკარად და ბუნებრივიცაა, რადგან როდესაც სათავეში ტყუილია, ტყუილსა და სიბეცეს გავლენა აქვს საზოგადოებაზე“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

✕