მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თბილისის მერი კახა კალაძე 30-31 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან. კახა კალაძე და ნიკუშორ დანი ხელს მოაწერენ თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.
ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში ასევე, საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.