სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება.
ამის შესახებ მან ბრიტანეთის ელჩის მიერ მიღებაზე გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„მათ აქვთ თავიანთი ინტერესი. ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც მოითხოვს, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხა, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა და ხმარდებოდა აგენტურულ ქსელს, რევოლუციების მოწყობას, ძალადობრივი ჯგუფების შექმნას, ეს უკვე შეუძლებელია. დღეს ყველა შემოსული თანხა უნდა იყოს გაშიფრული: სად შემოდის ეს თანხა, ვისგან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტზე იხარჯება. დღეს მათ ეს შეზღუდვა აქვთ და ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან თავისუფლად ვერ რეაგირებენ, თავისუფლად ვერ მოქმედებენ.
რა პრობლემაა დღეს ქვეყანაში, შექმნა პოლიტიკური პარტია და აწარმოო შენი პოლიტიკა. მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ეგაა პრობლემა. იმაზე არიან განაწყენებული, რომ შავი ფული თავისუფლად ვერ შემოაქვთ ქვეყანაში; იმაზე არიან განაწყენებული, რომ შავი ხვრელები ვერ აღმოაჩინეს, რათა თანხები შემოიტანონ და მოახმარონ რევოლუციურ სცენარს და სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის მარტივი მოცემულობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.