ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 21 ივნისს მგზავრებს ვერ მოემსახურება

ბაგები

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 21 ივნისს, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეწყვეტს მგზავრთა მიღებას. საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში მომსახურებას 22 ივნისს განაახლებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!