„წარვადგენ ჩემს ქვეყანას...“ - მომღერალი ავთო აბესლამიძე ინფორმაციას ავრცელებს
1756387740
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების ყადაღების საკითხს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. ამასთან, თუმცა ISFED-ის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის გუშინდელი განცხადებაც შეაფასა.
"ეს არის პირდაპირი აღიარება ნატროშვილის მხრიდან იმ თვალსაზრისით, რომ ის აღჭურვილობა, რომელიც არ სჭირდება მშვიდობიან აქციას, ეს ხომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ "წიწაკის სპრეი" არ არის ის საშუალება, რომელიც გამოიყენება სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის პირობებში, ეს არის ის საშუალება, რომელიც არის ძალმომრეობისთვის. ეს გულისხმობს იმას, რომ ისიც და მისი კოლეგაც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რომლებიც იყო გარედან მართული და დაფინანსებული, რათა ქვეყანაში მოეწყოთ დესტრუქცია და აეყირავებინათ ხელისუფლება, როგორც ეს მათი სურვილი იყო, დავალებას ასრულებდნენ ამ შემთხვევაში და დაებრუნებინათ ისევ ის აგენტურა, რომელმაც 2012 წლამდე გააჩანაგა ჩვენი ქვეყანა.
როდესაც ახლა ეს ყველაფერი არის სახეზე და პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს ამ საბოტაჟის გამოსაძიებლად, არ ისვენებენ ის პირები, რომლებიც გარედან იძლევიან დესტრუქციას და დირიჟორობდნენ ამ მოვლენებს, ცდილობენ გაამართლონ არასამთავრობო ორგანიზაციის ეს დესტრუქციული ქმედებები, სახელმწიფო იქნება შეუვალი," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მეორე დღეა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა. საფუძველი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა გახდა, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით ხდებოდა, ასევე, მოწოდებები დაუმორჩილებლობისკენ.
NGO-ები, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ვეღარ ახორციელებენ უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ, თუმცა ISFED-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ დონორების ფულით საკუთარი თანამშრომლებისთვის აირწინაღები იყიდა. განცხადება გაავრცელეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.