15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
„მორიგი ტყუილი, რომელი მილიონები ვიშოვე? საიდან ვიშოვე?“ - ამის შესახებ გიული ალასანიამ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას: დღეს თქვენ მილიონერი ხართ თუ არა? გიული ალასანიამ ასე უპასუხა:
„არანაირად, მილიონერი არ ვარ. ჩემს ქონებასთან ჩემი შვილი არაფერ შუაშია. მეც რაც მაქვს, ყველაფერი მაქვს ჩემი წინაპრებისგან, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. ერთადერთი, რაც მე შევიძინე, ეს არის ბათუმის ბინა, რომლის თანხასაც წლების მანძილზე ვიხდიდი. დანარჩენი ქონება რაც მაქვს, არის მშობლებისგან, ბაბუისგან და ბებიისგან.
რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტს, შევიძინეთ ბანკის დახმარებით.“ - განაცხადა გიული ალასანიამ.