1745863963
ის დამოკიდებულება, შეფასებები, რასაც ჩვენ საზოგადოებისგან ვგრძნობთ გვაძლევს რწმენას, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება - შალვა პაპუაშვილი

ის დამოკიდებულება, შეფასებები, რასაც ჩვენ საზოგადოებისგან ვგრძნობთ, გვაძლევს რწმენას, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ რა პროგნოზსაც ვაკეთებთ, ყველა ხედავს რომ ეს პროგნოზი ერთი ერთში ახდება ხოლმე. ეს პროგნოზი არის არა უბრალოდ სურვილები, ეს ეყრდნობა გამოცდილებას და ეყრდნობა იმ დამოკიდებულებს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ვგრძნობთ. გარედან მართული ე.წ. პროტესტი არის აბსოლუტურად მხარდაჭერის გარეშე. ვხედავთ, რომ საზოგადოება ნათლად აანალიზებს, რასთან გვაქვს საქმე - 21-ე საუკუნეში დღისით, მზისით არის უხეში გარე ჩარევა შიდა პოლიტიკაში და მცდელობა ე.წ. რეჟიმ ჩეინჯისა, მეთოდები, რომელიც გამოიყენებოდა წინა საუკუნეში, ახლაც ცდილობენ საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენონ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი.