ვაკო ავალიანი "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს
1752160318
ვერ გავიგეთ, ამ თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, თან ამბობს, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაც არაფრის მომტანი იქნებაო, კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ჩამოვყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ამ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი და თქვენც უხერხულში ვარდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სიგიჟეების ფოიერვერკია, ვინ რას აწვება, რა მიმართულებას, რა უნდათ, თვითონაც ვერ გაიგეს.
„რთულია, გაშიფრო, ჩაწვდე, რა უნდა ამ ქალს, თვითმარქვია პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს. სამჯერ გადავახვიე, მათ შორის მის მომხრეებთანაც შევედი, იქნებ იმათ ეწეროთ-მეთქი, ვერ გამოთქვა ადამიანმა, რისი თქმა უნდოდა, მაგრამ იქაც დაბნეულობაა. ვერ გავიგეთ, ამ ქალბატონს რა უნდა, თან ეუბნება, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ მონაწილეობის მიღებაც არაფრის მომტანი იქნებაო და კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ქალბატონო სალომე? ჩამოვყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ამ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი და თქვენც უხერხულში ვარდებით. სიგიჟეების ფოიერვერკია, ვინ რას აწვება, რა მიმართულებას, რა უნდათ, თვითონაც ვერ გაიგეს, რადგან ხელოვნურია ეს პროცესი, გარედან რასაც უკვეთავენ, იმის რეალიზაციასაც ვერ აკეთებს ეს ქალი, რაზე გააკეთოს გათვლა და გამოსდის ეს სისულელე. ამ თარგმანში თუ გაერკვევიან, ჩამოყალიბდებიან, ჩვენც გვითხრან, რა უნდა ამ ქალს და მის წინააღმდეგობის პლატფორმას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.