ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ევროპარლამენტი დაცლილია ღირებულებებისგან, მათ ლიდერებს კორუფციაში აქვთ საქმე, მეორე ნაწილი ბრალს სდებს ევროკომისიის პრეზიდენტს და იცლიან, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში სიგიჟეები წერია.
„რაისა კომუნისტკა დავარქვი, რადგან საბჭოთა კავშირი როცა დაინგრა, რაისა გორბაჩოვთან ერთად ახალ პოლიტიკურ სისტემას გვთავაზობდა და თანამშრომლობდა, დღეს დემოკრატიის შუქურად, მორალის წამკითხველად გვევლინება. სინამდვილეში, ყველამ იცის ეს, მათ შორის ლიეტუვაში, თავის ქვეყანაში. ჩვეულებრივი კომუნისტი ქალი იყო, აქტიური, მამალი კომუნისტკა და ახლა დემოკრატიის ღირებულებებს ქადაგებს. რაც შეეხება მის გიჟობებს, ეტყობა, ლობისტურმა ორგანიზაციებმა რაისათი ჩაანაცვლეს კუბილიუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშავებდა, „ნაცების“ მეგობარი იყო. ყველაფერზე აწერს ხელს – რა სიგიჟეები წერია. ჯერ რეზოლუციაში ჩაგვიწერა, თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარია, წინა რეზოლუციებში ამას დაამატეს, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერი იყო და დევნაში იმყოფებოდა. ახლა რეალობის გაყალბების ახალი მცდელობაა, თურმე ჟურნალისტს, რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციელს, შეურაცხყოფა მიაყენეს, გალახეს და იძულებული გახდა, თავი დაეცვა. შეატრიალეს, თითქოს პირიქით იყო. ასე ცდილობენ, ამ ფორმულირებით გაიტანონ, ერთმანეთს ატყუებენ. ჯერ ცარიელ კაბინეტში ჰქონდათ დებატები საქართველოზე და რაღაც სისულელეები ილაპარაკეს, შემდეგ გაიტანეს. 700-მდე ევროდეპუტატია, ყველა ხომ არ არის სიღრმისეულად ჩახედული თემებში და იქ როცა გააჟღერებ, რომ ჟურნალისტი იცემა, დააკავეს, ეს უკვე ყურს ჭრის. სინამდვილეში, არის ჟურნალისტი, რომელიც ძალადობდა პოლიციელზე და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. ევროპარლამენტი დაცლილია ევროპული ღირებულებებისგან, სიმართლისგან, ჭეშმარიტი მიდგომისგან, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მათ ლიდერებს კორუფციაში აქვთ საქმე და სასამართლო იძიებს. ევროპარლამენტის მეორე ნაწილი ბრალს სდებს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას და ევროკომისიის პრეზიდენტს, მის მოადგილეებს, რომ ადამიანის უფლებებს არღვევენ. თუ არ ვცდები, დღეს საერთოდ იმპიჩმენტი აქვთ ურსულა ფონ დერ ლაიენის. ამ მოცემულობაში იცლიან, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავონ, შიდა საქმეებში ჩაერიონ, რატომ? ერთადერთი მიზანი და მახასიათებელია, რომ გარკვეული ჯგუფები, ლობისტური ორგანიზაციები აფინანსებენ ამ ტექსტებს, უსამშობლო კომუნისტებს და ბოლშევიკებს, რომლებიც იქ არიან მოკალათებული, რათა ჩვენი ქვეყანა გააშავონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.