დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევზე და სხვა პრუდენციულ დოკუმენტებზე, რომელთა პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება.“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი და აქტიური თანამშრომლობისთვის.