17 წლის მოზარდი დაიღუპა სანაპიროზე გათხრილი გვირაბის ჩამოშლის შედეგად - ტრაგედია იტალიაში
1752260608
ამ ქალბატონის, რასა იუკნევიჩიენეს მენტალიტეტი იცით. ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებასთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
„ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. არავითარი ფასი არ აქვს ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს. თქვენ ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და საზოგადოება აფასებს ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეშია, სცემეს, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს, არ აქვს სათანადო მკურნალობა“.